logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: რომც გაერთიანდნენ, მიიღებენ უარესს, ვიდრე ახლა არიან ცალ-ცალკე
- +

25 ოქტომბერი. 2023. 10:21

 

 

როგორია ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში დადანაშაულებული პრეზიდენტის პოლიტიკური გეგმა? - ვრცელდება ვერსიები, რომ შესაძლოა სალომე ზურაბიშვილმა ნინო ლომჯარიასა და გიორგი გახარიასთან ერთად პარტია შექმნას.

 

„ხალხის ძალის“ ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ისინი გაერთიანებით უარესს მიიღებენ, ვიდრე ახლა ცალცალკე არიან.

 

საინტერესო იქნება, მე პირადად დიდი სიამოვნებით შევხედავ, გახარია, ლომჯარია, ზურაბიშვილი და თავში გვარამია რომ დაიყენონ, განსაკუთრებით ზურაბიშვილი-გვარამიას ტანდემი იქნება ძალიან კარგი. მაინტერესებს, საზოგადოებას რას შეპირდებიან წინასაარჩევნოდ. ერთი, ალბათ, ბომბების ჩამოტანას შეპირდება, მეორე გაშავებას შეპირდება, ზურაბიშვილის სახით, გახარია შეპირდება ალბათ, რომ მელიას გამოუშვებს ციხიდან და ა.შ. ესეთი გაერთიანებები ბუნებრივია, მე არ მჯერა. რომც გაერთიანდნენ, მიიღებენ უარესს, ვიდრე ახლა არიან ცალ-ცალკე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner