logo_geo
eng_logo
კახა თარგამაძე: სანდრა რულოვსი თვითონ იყო მთავარი მოძალადე
- +

9 სექტემბერი. 2016. 17:19


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სანდრა რულოვსის მაჟორიტატობის კანდიდატად წამოყენების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" საქართველოში ვეღარავის მოატყუებს.


 

„სანდრას მაჟორიტარობის შესახებ რომ მითხრეს, ძალიან ბევრი ვიცინე. როცა მეგრელების გული ერთი სიმღერით მოიგო, მხოლოდ სამეგრელო კი არა, მთელი საქართველო თავბრუდახვეული იყო და სააკაშვილის დაგებულ მახეში გაება, მაგრამ რაც მიიღეთ, ხომ დაინახეთ?! მართალია, გააბრუეს ქართველები, მაგრამ საქართველოში აწი ვეღარავის მოატყუებენ! ბოლოს და ბოლოს, აღარ უნდა დასრულდეს ამ თაღლითების პარპაში და ძალადობა?!" - განაცხადა კახა თარგამაძემ.

 

აქვე, თარგამაძე სანდრა რულოვსის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ძალადობა აღარ განმეორდება დ ამბობს, რომ თავად სანდრა იყო მთავარი მოძალადე.

 

„თვითონ იყო მთავარი მოძალადე და საინტერესოა, რის პირობას დებს?! სანდრა და მიშა ერთი პროექტი გახლდათ, რომელიც ქართველებს გადაგვაყლაპეს და კარგი შედეგიც მივიღეთ. ახლა გადაითამაშეს ფიგურები და სანდრა წამოსწიეს წინა პლანზე, ცდილობენ, ქართველი ხალხი ისევ გააბრიყვონ, მაგრამ ამას ვიღა ჭამს?! სხვათაშორის, სახელმწიფო გადატრიალებაც, რომელიც სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი, ამ პროექტის ნაწილი იყო. უბრალოდ, ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. ქალია და არ მინდა მასზე ზედმეტი ლაპარაკი. პირველ რიგში, ჩემს თავსა და ქართველ ხალხს ვცემ პატივს", - აცხადებს კახა თარგამაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner