logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ვფიქრობ, რომ ევროკომისიის შეფასება იქნება პოზიტიური
- +

25 ოქტომბერი. 2023. 10:52

 

 

„ვფიქრობ, რომ ევროკომისიის შეფასება იქნება პოზიტიური და გამომდინარე აქედან, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„12 პუნქტი იყო ძალიან ზოგადი თავისი შინაარსით. აქედან გამომდინარე, თვითონ ამ 12 პუნქტის შესრულების პროცესში ხდებოდა მთელი რიგი საკითხების დაზუსტება ჩვენი მხრიდან ევროკავშირთან. ბოლო წუთამდე კონკრეტულად ვმუშაობთ ევროკავშირთან, ევროკომისიასთან, რათა ყველა მიმართულებით ყველა გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner