logo_geo
eng_logo
ვიქტორ წილოსანი GWP-ზე: 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს, რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად
- +

25 ოქტომბერი. 2023. 11:20

 

 

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ერთი უპასუხისმგებლო GWP Georgian water and power-ის გამო პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი. ერთია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზ. ტრანსპორტი დილის პიკში 351, 304, 335, 321,293, 292, 459,518 ყველა შეფერხებით იმოძრავებს.

 

ამასთან, ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს, რა ხდება და რა დრო დაჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

 

P.S. ბუნებრივია დავაჯარიმეთ, მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ“, - წერს ვიქტორ წილოსანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner