logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ
- +

25 ოქტომბერი. 2023. 11:46

 

 

ხათუნა სამნიძემ მძიმე აღიარება გააკეთა და ფაქტობრივად განაცხადა, რომ თანამედროვე ორჯონიკიძეები არსებობენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა,

 

„ძალიან მძიმე აღიარების გაკეთება მოუწია ქალბატონ სამნიძეს. მან აღიარა ის, რაზეც ჩვენ არაერთგზის ვსაუბრობდით და ვამხელდით რადიკალური და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს. მან ფაქტობრივად განაცხადა, რომ არსებობენ თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებიც მთელ თავის საქმიანობას ანდომებენ იმას, რომ საკუთარ ქვეყანას, საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ხალხს უმტრონ. ისინი დადიან ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს აწვდიან ტყუილ ინფორმაციას, საკუთარ სურვილებს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის სწორედ ის მიზანი, რაც მათ აქვთ. ამით უნდათ, რომ სიტუაცია გაამწვავონ, აადუღონ მდგომარეობა საზოგადოებაში, მათ თავზე მოახვიონ მცდარი განცდები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით და შემდგომ უკვე ისარგებლონ რევოლუციური მოტივებით და ამ მღვრიე და ბინძურ წყალში, რომელსაც თვითონ მოაწყობენ, დაიჭირონ თევზი, რასაც ვერ ეღირსებიან.

 

სამნიძის აღიარება არის სრულყოფილი აღიარება, თუმცა ეს არ არის პირველი. ჩვენ მოვისმინეთ ცალკეული დეპუტატებისა და კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები სულ ახლახან, რომლებიც პირდაპირ ამბობდნენ, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკურ ბინძურ, დესტრუქციულ, ინტერესებში არ შედის. ეს არის ჩვენების მიცემის ტოლფასი განცხადება და ეს არის პირდაპირი დასტური, რაზეც ჩვენ ხელისუფლება არაერთგზის ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით საზოგადოებას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner