კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში არსებული გმირთა მემორიალის აღდგენის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება არსებული ღობის, ბილიკების, კიბეების და მოედნის რეაბილიტაცია.
დაგეგმილია სპორტული და საბავშვო სივრცის, ასევე ფანჩატურის და ხეივნის, დასჯდომი სკამების და გარეგანათების მოწყობა, ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები.
სკვერის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „დანი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
მალე ადგილობრივი მოსახლეობა ერთ სივრცეში კეთილმოწყობილი სპორტული და საბავშვო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.