logo_geo
eng_logo
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 12:06

 

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) თანადაფინანსებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა -  განახლდა ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის ეზო და განათების სისტემა, ჩატარდა ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები და ცენტრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია.

 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია საქართველოში, რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებაზე როგორც ბუნების დაცვის, ისე ეკოტურისტული მიმართულებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner