logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველოს მთავრობა, ევროპელ მეგობრებთან მზადაა რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას
- +

25 ოქტომბერი. 2023. 12:43

 

 

საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტატუსის მისაღებად დადებითი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ მეგობრებთან ერთად ყველაფერი გააკეთა მითითებული რეფორმების განსახორციელებლად. სრული მზაობა გვაქვს, რომ რეფორმებზე მუშაობა გაგრძელდეს. რეფორმები არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი დღით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. საქართველოს მთავრობა, ევროპელ მეგობრებთან მზადაა რეფორმების განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner