logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიასგან, რომელიც რუბლებით სუნთქავს და „გირჩი - მეტი თავისუფლებისგან“, რომელიც ჩახდილი დარბოდა, მიიღო ბულინგი
- +

25 ოქტომბერი. 2023. 12:47

 

 

არ ვიცი, ზურაბ-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგონ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასაა ელენე ხოშტარიასა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ მიერ პოლიტიკოსების, მასწავლებლებისა და სხვა პროფესიის ადამიანების სიების შეგროვება და მათი ონლაინ-პლატფორმაზე გამოქვეყნება.

 

„პირიქით, მაგით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიური ილაპარაკონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე ან ნორმალურ, პატიოსან ადამიანზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი. ასეთ ქმედებებს როცა ახორციელებენ, ეს უნდა იყოს საამაყო. როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიასგან, რომელიც რუბლებით სუნთქავს და „გირჩი - მეტი თავისუფლებისგან“, რომელიც ჩახდილი დარბოდა, მიიღო ბულინგი. უნდა გაიხუმრო, ეგეთი რაღაცები „გაატარო“ და უბრალოდ, გაერთო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner