logo_geo
eng_logo
კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ვაშაძესა და გვარამიაზე: სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლბსაც აქვთ მცდელობა, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 12:49

 

 

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს ვინ არის ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებიან.

 

„ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც დღეს არ დაწყებულა. იგივე ვითარება იყო, როდესაც ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, დღესაც სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში მოიძებნებიან ისეთი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან და აქვთ მცდელობა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ესენი არიან: „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და გვარამია. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ არის ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ევროპულ მომავალს, ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner