logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე გახარია-ლომჯარია-ზურაბიშვილის ერთობაზე: ყველაფერს დრო გამოაჩენს. კარგი არის ის, რომ იქმნება ძალიან ბევრი 2-3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი
- +

25 ოქტომბერი. 2023. 12:58

 

 

ყველაფერს დრო გამოაჩენს. კარგია ის, რომ იქმნება ძალიან ბევრი 2-3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე გახარია-ლომჯარია-ზურაბიშვილის ერთობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში პროცესები ძალიან კარგი ტენდენციით მიდის.

 

„ყველაფერს დრო გამოაჩენს. კარგია ის, რომ იქმნება ძალიან ბევრი 2-3%-იანი პოლიტიკური სუბიექტი. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს ჩვენს საარჩევნო პოზიციებს. ძალიან კარგია ეს ტენდენცია, როგორც მიდის პროცესები ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner