“დღეს მელია გაბოროტებულია, ებრძვის ხაბეიშვილს, მერაბიშვილს, აქვთ დაპირისპირება, რაც საჯაროა და ყველაფერი უკვე სააშკარაოზეა”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საერთოდ არ მაინტერესებს, რა ურთიერთობები ექნებათ ხაბეიშვილსა და მელიას, რა მდგომარეობა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“. დღეს სხვა გამოწვევებია, სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომელიც აწუხებს ხელისუფლებას, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე, როგორ გამოვასწოროთ, როგორ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს, მეტი კარგი პროექტი გავაკეთოთ და ა.შ.
არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მელია, ისიც ითქვა, ყველა ინფორმაცია გამოდის, რომ გაგდებას უპირებდნენ, შემდეგ მელია გამოვიდა, განცხადება გააკეთა, რომ ის გასვლას აპირებდა. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდეთ, ეს არ არის ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკა მელია ვანო მერაბიშვილსა და დავით კეზერაშვილის გავლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი ყოფილი ძალოვნების გარშემო არა ხალხის ინტერესებმა, არამედ ფულმა და მანდატებმა გააერთიანა.