logo_geo
eng_logo
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს არჩევნებთან დაკავშირებით დავალება მისცა
- +

9 სექტემბერი. 2016. 17:25



„მინდა, დავავალო შს მინისტრს, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი პროვოკაცია, გამოიყენეთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ფიზიკურად თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი დაპირისპირება, გააკეთოთ ყველა რესურსის მობილიზაცია ამ მიზნის მისაღწევად, ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს და უპირველეს ყოვლისა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ძალადობის რისკი ოპოზიციის წარმომადგენლებთან მიმართებაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს.  


პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრებთან და მათ მოადგილეებთან გამართულ შეხვედრაზე არჩევნებზე ისაუბრა.


„რა თქმა უნდა, ასეთივე ლეგიტიმური უფლება აქვს მმართველი პარტიის წარმომადგენელს, რომ იყოს დაცული. მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ქვეყანაში წესრიგით, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით. თუ ვინმეს აქვს ინტერესი, რომ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოს, ეს არის უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, ხელისუფლების წარმატებები დადასტურებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ.


„ეს წარმატებები არის ძალიან ძვირფასი ყველა ჩვენგანისთვის. ის არის მიღწეული ბევრი ადამიანის შრომით და ასევე ჩვენი თანამემამულეების დაღვრილი სისხლითაც. ამიტომ არავის მივცემ უფლებას, რაიმე ჩრდილი მიადგეს ამ წარმატებას და არავის მივცემ უფლებას, რაიმე რისკის ქვეშ დააყენოს ის უმნიშვნელოვანესი განვითარების პროცესი, რომელსაც დღეს ადგილი აქვს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner