„როდესაც გვყავს ქვეყანაში ასეთი საქართველოსადმი და საქართველოს მომავლისადმი ასე მტრულად განწყობილი ძალები, ბუნებრივია ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„მოვუწოდებ ხაზარაძესაც, სამნიძესაც დაასახელონ კონკრეტული ადამიანები. ბუნებრივია ქვეყნის პროგრესს და ქვეყნის წინსვლას ცალსახაა, რომ ეს ადამიანები ხელს ვერ შეუშლიან. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მარტო გამიჯვნა და ასეთი განცხადებები მათ ვერ წაადგება. ვერ დაიცავს იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.