logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას
- +

25 ოქტომბერი. 2023. 14:00

 

 

ეს არის ის, რაზეც ვლაპარაკობთ უკვე წელიწადზე მეტია და გვეკამათებიან, რომ როგორ გავბედეთ და როგორ ვიკადრეთ იმის თქმა და ფიქრი, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერი პირდაპირ ეხვეწება საელჩოების წარმომადგენლებს, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს ქვეყანამ, ან თუ მიიღებს არჩევნების შემდეგ გადავადდეს ეს თემა, - ასე შეაფასა ხათუნა სამნიძის განცხადება მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

 

„ამ მავნებლობით არიან დაკავებულები და გასკდა ეს ამბავი იმ ადამიანების შიგნით, ვინც ამით იყვნენ დაკავებულები. ჩვენ რომ ამაზე ვლაპარაკობდით სასტიკად გვაკრიტიკებდნენ და შეგვიძლია ახლა დავაზუსტოთ და თუ გნებავთ ჰკითხეთ. კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ განსაკუთრებული სიმწვავე ვის აქვს ამ განცხადებებში და ვინ იხვეწება, რომ კანდიდატის სტატუსი არ მისცენ ქვეყანას, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და გვარამია, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია რომელ ფლანგს შეეკედლოს და სად დაიდოს თავისი პოლიტიკური ბინა. ეს სამი სუბიექტია, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწება. იქნებ ისიც ინამუსონ, რომ ბოლომდე თქვან, ვინ არის ამ საქმით განსაკუთრებით დაკავებული. არავინ ჩამოუვარდება ერთმანეთს“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

 

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner