საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 56-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კონგრესში გაკეთებული განცხადებები, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიის იშვიათი მაგალითი რეგიონში და აშშ-ის ძლიერი პარტნიორი, კიდევ უფრო ამყარებს იმ კავშირებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკასთან.
„მინდა, გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან და პოზიტიურ ფაქტს. გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სპეციალური რეზოლუცია. კონგრესში გაკეთებული განცხადებები, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ ჩვენი ქვეყანა არის დემოკრატიის იშვიათი მაგალითი რეგიონში და ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი, კიდევ უფრო ამყარებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კონგრესმენებს - ედ პოს და ჯერი კონელის, რომლებმაც გაუკეთეს ინიცირება ამ უმნიშვნელოვანეს რეზოლუციას ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.