logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით - მისი განცხადება არის მცდელობა, რომ იმ გემიდან გაიქცნენ, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული
- +

25 ოქტომბერი. 2023. 14:16

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ხათუნა სამნიძის განცხადება არის მცდელობა, რომ იმ გემიდან გაიქცნენ, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

 

„ხათუნა სამნიძე, მისი პარტია და მისი პოლიტიკური ჯგუფიც, ის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე და საერთოდ ვის ელაპარაკება? - მისი ჯგუფის წევრი გიორგი ვაშაძეა. ისიც და მისი სხვა კოლეგებიც წელიწადნახევრის განმავლობაში ჩართული იყვნენ იმაში, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ. სწორედ მათი მცდელობების შედეგი იყო, რომ შარშან ივნისში საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო და მაშინ, მათი მცდელობები წარმატებული იყო. როგორც ჩანს, ახლა ხედავენ და გრძნობენ, რომ მათი ანტიქართული გემი იძირება - ერთი ჯგუფი ცდილობს, რომ ამ გემიდან გაიქცეს, რომელიც იძირება, მეორე ნაწილი ცდილობს, რომ იქნებ, რამენაირად, ანტიქართული განწყობების თუ ანტიქართული პოლიტიკის გემი რამენაირად გადაარჩინონ. ბოლო მცდელობები აქვთ, რომ რამენაირად ჩაშალონ საქართველოს წარმატება.

 

ოპოზიციაში ორი ჯგუფია - ერთი ჯგუფი, რომელსაც დღემდე იმედი არ აქვს გადაწურული, რომ ჩაშლის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პროცესს და მეორე ჯგუფია, რომელიც ხედავს, რომ გემი იძირება და ახლა ცდილობს, რომ ეს გემი დატოვოს. ეგონათ, რომ გემი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მყარად მიცურავდა და ამ გემში ძალიან კომფორტულად იყვნენ. ხათუნა სამნიძეც არ აკლებდა დამაზიანებელ საუბრებს საქართველოსთან დაკავშირებით და შეხვედრების დროს ღიად საუბრობდა იმაზე, თუ როგორი ცუდი ქვეყანა ჰყავს ქვეყანას და თურმე, საქართველოსთვის სტატუსი მთა-გორისა და მინდორ-ველის გამო რომ უნდა მისცენ, ახლა ხედავენ, რომ ეს გემი იძირება და ცდილობენ, გემიდან გაიქცნენ და თავს უშველონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ოპოზიციის რიგებში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს ხელს უშლიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner