logo_geo
eng_logo
ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მუშაობა დაასრულა
- +

25 ოქტომბერი. 2023. 14:26

 

 

ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხების მიზეზი აღმოფხვრილია - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებით მოძრაობდა.

 

ამ ეტაპზე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან შეუფერხებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner