logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: WJP-ის 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის 2 და ნატოს 5 წევრ სახელმწიფოს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 15:18

 

 

World Justice Project-ის 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის 2 და NATO-ს 5 წევრ სახელმწიფოს, - ამის შესახებ X-ზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

 

„ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ფართო რეგიონში ლიდერობის კიდევ ერთი ფაქტებზე დამყარებული მტკიცებულება გამოქვეყნდა. World Justice Project-ის 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის 2 და NATO-ს 5 წევრ სახელმწიფოს.

 

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ამ აშკარა ფაქტების ოფიციალური დადასტურება უნდა გახდეს. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ევროკავშირის ფუნდამენტურ საყრდენებს შორისაა. ვამაყობთ ამ მიღწევებითა და ლიდერობით საქართველოსა და მისი ხალხის საუკეთესო ინტერესებში. ბევრი ცდილობს, აღქმების შეცვლის მცდელობით, ეს მიღწევა ეჭვქვეშ დააყენოს, თუმცა, ყველა ეს ძალისხმევა უშედეგოა“, - წერს პაპუაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner