logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ჩეხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა
- +

25 ოქტომბერი. 2023. 15:31

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტრ კუბერნატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა ისაუბრეს როგორც ზოგადად მსოფლიოში შექმნილ ვითარებაზე, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოზე, მომავალ არჩევნებზე და საპარლამენტო საქმიანობაზე.

 

შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ორი ქვეყნის ურთიერთობასა და საქართველო-ჩეხეთს შორის სამომავლო თანამშრომლობას, ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერას.

 

„ჩეხეთის ელჩი კარგად ერკვევა მსოფლიოში და, კერძოდ,  რეგიონში შექმნილ ვითარებაში. ასევე კარგად ინფორმირებულია იმ სირთულეებზე, რასაც, სამწუხაროდ, საქართველო განიცდის ოკუპაციის გამო და ჩეხეთის სახელით ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკას. ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. მან მზადყოფნა გამოთქვა, რომ  ევროკავშირში გაწევრიანების და ურთიერთობის პროცესში დაგროვილი დიდი გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს პარლამენტის წევრებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner