logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ხოშტარია-ჯაფარიძის ვებ-გვერდზე: ეს არის უსუსური მცდელობა, რომ თავისი ცოდვები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, მათ შორის რუსეთიდან გადმორიცხული თანხები, რაღაცნაირად გადაფარონ
- +

25 ოქტომბერი. 2023. 15:57

 

 

ხოშტარია-ჯაფარიძის ვებ-გვერდი არის უსუსური მცდელობა, რომ თავისი ცოდვები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ, მათ შორის რუსეთიდან გადმორიცხული თანხები, რაღაცნაირად გადაფარონ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის მხრიდან პოლიტიკოსების, მედიის და სხვადასხვა სფეროს ადამიანების მიმართ განხორციელებული ბულინგი შეაფასა.

 

„ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ამ ბოლშევიკურ ორეულს სხვა მეთოდი არ აქვს, ისინი ჩარჩნენ ბოლშევიკურ აზროვნებაში და ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ, რომ ადამიანები შეაშინონ. ეს 20-30-იანი წლები აღარ არის, ეს ბოლშევიკური მეთოდები მათ არ გაუვათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner