logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნას ხალხმა, რომლის ლიდერია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოპარებული მიხეილ სააკაშვილი
- +

25 ოქტომბერი. 2023. 15:59

 

 

ხალხმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნას? - პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრას მითანხმებდნენ [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები]. მათ ყოველდღე შეხვედრას ვუნიშნავდი და შემდეგ გადაიფიქრებდნენ, შეხვედრაზე არ მოდიოდნენ. მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს და, რა თქმა უნდა, დავუდასტურე. შეხვედრა სავარაუდოდ ამ თემაზე უნდოდათ და დავუდასტურე. მათთან დროც შევათანხმეთ, რაც შემდეგ გადაიფიქრეს, ისევ შევათანხმეთ და ისევ გადაიფიქრეს. თუ რაიმეს თქმა უნდოდათ, მობრძანდნენ და მითხრან. მეტი რა უხერხულობა უნდა შექმნან, რასაც ისინი საკუთარ თავს უქმნიან, როცა იმ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს ექომაგებიან, რომელსაც ამ ქვეყნის გადაბრუნება უნდოდა. საქართველოს ყოფილი მოქალაქე ქვეყანაში შემოიპარა და რევოლუციური პროცესების განვითარებას ცდილობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. ხალხი, რომელიც ექომაგება და რომლის ლიდერია ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს, მათ ვის რა უხერხულობა უნდა შეუქმნან? პირიქით, მათ ძალიან ვთხოვ, ჩემი კაბინეტის შემოსასვლელთან დადგნენ, რათა ყველამ დაინახოს, ვისთან გვაქვს საქმე - იმ ხალხთან, ვინც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესებს ემსახურება. კარებთან დგომა საჭირო არ არის. შემოვიდნენ და დავილაპარაკებთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner