logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ცხადია, პარტია გახლეჩვის პირასაა - ამ პარტიის დასუსტება დადებითად აისახება საქართველოში პოლიტიკურ გარემოზე
- +

25 ოქტომბერი. 2023. 16:02

 

 

ცხადია, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გახლეჩვის პირასაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

„დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ გვეყოლება არა ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მათ შორის სტატუსზე, არამედ ჯანსაღი ოპოზიცია. გვეყოლება ისეთ ოპოზიცია, ვისთანაც საგნობრივი დისკუსია იქნება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის გარემოს დაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, ინფრასტრუქტურასა და იმ საკითხებზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია და არა იყოს ვიწრო უაზრო პოლიტიკური კინკლაობა და ერთმანეთის მანჯურიის აგენტების დაბრალება“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner