logo_geo
eng_logo
გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსის აივნების გამაგრება მიმდინარეობს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 16:10

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. მათ შორის, გლდანის პირველი მიკრორაიონის  N23 კორპუსში აივნების გამაგრება მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციებით მაგრდება. ილესება და ტარდება სამღებრო სამუშაოები,  ხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაცია. 

 

ასევე, მსგავსი ტიპის სამუშაოები ტარდება გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და ბ კორპუსებში.

 

ჯამში, ავარიული აივნების გამაგრებისთვის  გამგეობის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 350 000  ლარამდე დაიხარჯება. 

 

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.

           

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner