logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ჯიბუტის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
- +

25 ოქტომბერი. 2023. 16:24

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯიბუტის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე დილეიტა მუჰამედ დილეიტას შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა ჯიბუტის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.

 

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე. საკანონდებლო ორგანოების თავმჯდომარეებმა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მზაობა გამოხატეს. ამ მიზნით, შალვა პაპუაშვილმა დილეიტა მუჰამედ დილეიტა საქართველოში მოიწვია.

 

შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.

 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner