logo_geo
eng_logo
ღიდა ფაქრი: თბილისში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ აჩვენონ რეგიონს, რის გაკეთებას აპირებენ შუა დერეფნის განვითარებისთვის
- +

25 ოქტომბერი. 2023. 18:22

 

 

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში, მონაწილეობას მივიღებ აბრეშუმის გზის ფორუმში და მოდერატორობას გავუწევ ფორუმის გახსნით სესიას, ასევე, კიდევ ერთ სესიას, რომელიც ეძღვნება „შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობას. ვფიქრობ, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც თბილისში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ რეალურად აჩვენონ რეგიონს, რის გაკეთებას აპირებენ შუა დერეფნის განვითარებისთვის“ - ამის შესახებ საერთაშორისო სამაუწყებლო ჟურნალისტი, ღიდა ფაქრი აცხადებს, რომელიც 26 ოქტომბერს  თბილისში, აბრეშუმის გზის ფორუმის გამხსნელ ღონისძიებას გაუძღვება. 

 

მისივე შეფასებით, ძალიან დროულია დისკუსიების გამართვა მსოფლიო ლიდერებისა და რეგიონის მაღალჩინოსნების მონაწილეობით თბილისში - ქალაქში, რომელიც, მისი განცხადებით,  ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს უძველესი აბრეშუმის გზის ფუნქციონირებაში.

  

„ეს არის ქალაქი, რომელიც მონდომებულია ააღორძინოს ძალიან სასარგებლო, თანამედროვე და პერსპექტიული ახალი აბრეშუმის გზა. ვფიქრობ, ეს ზუსტად ის მომენტია, როდესაც მსოფლიო ლიდერებს შეუძლიათ რეალურად აჩვენონ რეგიონს, სხვა დაინტერესებულ მხარეებს, თუ რის გაკეთებას აპირებენ შუა დერეფნის განვითარებისთვის,  როგორ გეგმავენ გაუმკლავდნენ დარჩენილ გამოწვევებს და როგორ იღვწიან ამ ახალი შესაძლებლობებისთვის“ - აღნიშნა ფაქრიმ. 

 

აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი პანელი სახელწოდებით  Increasing Role of the Middle Corridor, რომელსაც  მოდერატორობას ღიდა ფაქრი გაუწევს, 26 ოქტომბერს თბილისის  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება. წლევანდელ ფორუმზე, რომელშიც 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, დაგეგმილია 10-ზე მეტი სესია, სადაც ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.  ფორუმის მეორე დღე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა,  ასევე შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

  

ღიდა ფაქრის მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებთან თანამშრომლობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი იყო TRT World-ის ფლაგმანი ამერიკული პოლიტიკური გადაცემების (Inside America with Ghida Fakhry, Bigger than Five) წამყვანი და აღმასრულებელი პროდიუსერი. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ღიდა მოდერატორობას უწევდა მაღალი დონის პანელებს, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიო ლიდერები, ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი ეკონომისტები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და ცნობილი ხელოვანები. 

 

ფაქრი უძღვებოდა მაღალი დონის პანელებს ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, როგორებიცაა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსსა და სამხრეთ აფრიკაში, ასევე ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტი და სხვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner