logo_geo
eng_logo
„ლაგაზიძემ პარტია სიაში მისი არჩაწერის გამო დატოვა“
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:20


გუშინ საარჩევნო სიების წარდგენის ბოლო დღე იყო. ბევრი ვარაუდობდა, რომ სიების წარდგენის შემდეგ, ბევრი განაწყენებული დარჩებოდა და ასეც მოხდა. ერთ-ერთი, ვინც სიაში ვერმოხვედრის გამო პარტია დატოვა, პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა ლაგაზიძე გახლავთ. ყოფილ (თუ უკვე ისევ მოქმედ) ექსპერტს ბოლო დღემდე სჯეროდა, რომ სიაში იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შიდა ინფორმაციით, ის არათუ სიის პირველ ოცეულში, არამედ საერთოდ საპარლამენტო სიაში არ ჩაწერეს. შიდა დაპირისპირება იმ მიზეზსაც მოჰყვა, რითაც ლაგაზიძეს სიაში არჩაწერა აუხსნეს, რომ მას პარტიისთვის არანაირი პოზიტივი არ მოქონდა.


წავიდა ლაგაზიძე და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.


„ფაქტი არის ის, რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა პარტია, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნებით, ფულზე გაყიდა პარტია, გაყიდა ხალხი, ვინც მის გვერდით იყო ამ თვეების განმავლობაში, გაყიდა საკუთარი ამომრჩეველი, რომელიც მას ენდობოდა და გაყიდა იდეა, რისთვისაც მოდიოდა. ამის დამადასტურებელი არის ის საპარლამენტო სია, რომელიც მან დადო. როდესაც შედგა ეს გაერთიანება, ეს ბლოკი ე.წ. გირჩს, ვაშაძეს და პაატა ბურჭულაძეს შორის, მაშინ არგუმენტი ამის ერთადერთი იყო ის, რომ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იყო პარტია და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ იყო, რომ ეს იყო იძულებითი გზა, რომელსაც პარტიის გადარჩენა შეეძლო", - განაცხადა ლაგაზიძემ.


მისივე თქმით, სიის პირველ 12 კაცში პარტიიდან მხოლოდ სამი ადამიანია მოხვედრილი.

 

„პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი გუნდი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტია ის სია, რომელიც მან დადო", - ესეც ლაგაზიძის სიტყვებია.


მოკლედ, ის, რასაც ამ ხნის განმავლობასი მედია ამტკიცებდა, ნელ-ნელა გარეთ გამოდის და კულუარული ინფორმაციები მართლდება. ეჭვი გვაქვს, ლაგაზიძე მარტო არ იქნება და მას მალე ბევრი აუბამს მხარს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner