თორნიკე რიჟვაძემ მელინე არაკელიანს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას.