ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლიორ ჰაიატმა განაცხადა, რომ ისრაელი გულწრფელად უარყოფს თურქეთის პრეზიდენტის მკაცრ სიტყვებს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" შესახებ.
"თურქეთის პრეზიდენტის მცდელობა, დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი წამაქეზებელი სიტყვები არ შეცვლის იმ საშინელებებს, რაც მსოფლიომ იხილა", - აღნიშნა ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია. ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც საკუთარ მიწას იცავს.