logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით
- +

25 ოქტომბერი. 2023. 19:51

"2021 წლის დეკემბერში, როდესაც გლობალური კარიბჭის ინიციატივა შეიქმნა, ევროკავშირმა პარტნიორები იხმო მდგრად განვითარებაზე აქცენტირებისთვის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაძლიერებისა და ციფრული წინსვლის ხელშეწყობის გზით, "- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა მისი ერთ-ერთი უძლიერესი აქტივია. ამიტომ, გაძლიერებული კავშირი ვაქციეთ ჩვენს შიდა დღის წესრიგის პრიორიტეტად. გლობალურ პარტნიორებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ სატრანსპორტო, ლოჯისტიკურ და ციფრულ ცენტრად.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გამოუყენებელი შესაძლებლობები შავი ზღვის კვეთით, რაც მტკიცედ დაგვაკავშირებს ევროკავშირთან და საშუალებს მოგვცემს სრული პოტენციალი ავითვისოთ ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner