logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაღიარებთ რა ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში
- +

25 ოქტომბერი. 2023. 20:31

"ვაღიარებთ რა ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, აქტიურად ვნერგავთ ახალ ინიციატივებს განახლებადი ენერგიის სექტორში. მათ შორისაა, ჰიდრო, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროები"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია.

 

 

„როგორც მოგეხსენებათ, ძირითადი მილსადენები საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი უზრუნველყოფს ნახშირწყალბადების უსაფრთხო ტრანსპორტირებას ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით. ყველა ეს ტრანსფორმაციული პროექტი შედეგად იქონიებს სამუშაო ადგილების, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისა და ზოგადად რეგიონისთვის. განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების როლი ამ პროექტების განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner