logo_geo
eng_logo
პრემიერი: კანონის უზანაესობის რეიტინგებში ვუსწრებთ ევროკავშირის, ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც, ეს არის პასუხი ანტიქართულ კამპანიაზე, თითქოს არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო
- +

25 ოქტომბერი. 2023. 20:37

"გამოქვეყნდა უახლესი მონაცემები და კანონის უზენაესობის რეიტინგებში ვართ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალური აზიის რეგიონში, წინ ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, ნატო-ს წევრ ქვეყნებს," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, მედიასთან განაცხადა.

 

 

„ეს კონკრეტული რეიტინგი და მიღწევა არის პასუხი ყველა იმ სპეკულაციაზე, რომელიც მიმდინარეობდა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ჩვენი ქვეყანა არის მართლაც მოწინავე ყველა პარამეტრით. მახარებს ის აღიარება, რომელიც ჩვენს მიერ არ არის გაკეთებული, ეს არის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ მონიჭებული საპატიო სტატუსი. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მშვიდობა, სტაბილურობა შევინარჩუნოთ, კეთილდღეობა, მეტი ეკონომიკური წინსვლა გვქონდეს. საბოლოო ჯამში, ქვეყანამ უნდა იზეიმოს მორიგი წარმატება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner