logo_geo
eng_logo
პავლე კუბლაშვილი: ლაგაზიძეს საარჩევნო სიაში თავისი ადგილი არ მოეწონა და ახლა თანამებრძოლებს ტალახს ესვრის
- +

9 სექტემბერი. 2016. 16:00


„ხათუნა ლაგაზიძეს საარჩევნო სიაში არ მოეწონა თავისი ადგილი, ამის გამო გავიდა პარტიიდან და ახლა თავის თანამებრძოლებს ტალახს ესვრის", - ასე აფასებს საარჩევნო ბლოკის „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი პავლე კუბლაშვილი ხათუნა ლაგაზიძის გადაწყვეტილებას პარტიიდან გასვლის შესახებ.


როგორც კუბლაშვილმა განაცხადა, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ ძალიან ბევრი პროფესიონალია გაერთიანებული და შესაძლებელია, სიაში „ვიღაცისთვის" ადგილი არ იყო.


„ხათუნა ლაგაზიძეს საარჩევნო სიაში არ მოეწონა თავისი ადგილი, ამის გამო გავიდა პარტიიდან და ახლა თავის თანამებრძოლებს ტალახს ესვრის. ეს არის ყველაზე ცუდი საქციელი, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა ჩაიდინოს. ამ პარტიაში, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ არის ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი და შეიძლება, ვიღაცის ადგილი არ იყო სიაში. შესაბამისად, პრეტენზიები უფრო საკუთარ თავთან უნდა ჰქონდეს. ქალბატონი ხათუნა ამბობს, რომ ვიდრე სიის საკითხი გადაწყდებოდა, პაატა ბურჭულაძე ხალხს უსმენდა და რახან ის არ მოხვდა სიაში, პაატა ბურჭულაძე გაემიჯნა ხალხს. ასეთი ყალბი ბრალდება ყველასთვის ნათელი და უსაფუძვლოა", - განაცხადა კუბლაშვილმა.


კითხვაზე - მერამდენე იყო ხათუნა ლაგაზიძე საარჩევნო სიაში, პავლე კუბლაშვილი პასუხობს, რომ არ იცის, ვინაიდან სიის შედგენასთან კავშირი არ ჰქონია.

„არ მაქვს ინფორმაცია, მერამდენე იყო ლაგაზიძე. მართლა ჩემი დაწერილი არ გეგონოთ ეს სია", - აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ხათუნა ლაგაზიძემ პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა და განაცხადა, რომ პარტიის საარჩევნო სია პავლე კუბლაშვილისა და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანების ზეწოლის ქვეშ შედგა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner