"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი განის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ალბან ბაგბინს შეხვდა," - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობები სახელმწიფო სერვისების, განათლების, კლიმატის ცვლილების, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში.
განის სპიკერმა გამოხატა ამ მიმართულებებით საქართველოს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების სურვილი.
შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის ანგოლაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში შედგა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი შედიან.