logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად შიდა თუ გარე მტრებისა, დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 22:01

"მე მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად ამ შიდა თუ გარე მტრებისა და ამდენი დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ მშვიდობაც გვექნება, მოწოდებულები ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა და მშვიდად უნდა მივყვეთ სიტუაციას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა აქარწყლებს ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც მოედინება დედაქალაქიდან.

 

 

„ჩვენ არაერთხელ გაგვიფრთხილებია ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ხალხი ასეთი შემაფერხებელი დესტრუქციული საბოტაჟის ფაქტების შესახებ. ამის თაობაზე მე მქონდა ღია საუბარი, კონკრეტული ფაქტები მოვიყვანე, დავასახელე გვარები იმ ოპოზიციონერების, რომლებიც დადიოდნენ, დადიან ჯერ კიდევ ევროკავშირში, ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, ბრიუსელში მათ შორის, და რომლებიც ითხოვდნენ, რომ ქვეყანას არ მიეღო სტატუსი. მე ამას დავარქმევდი პირდაპირ ღალატს, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. როგორ შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, წარმოუდგენელია ჩემთვის და ალბათ ყველა ნორმალური პატრიოტისთვის, როგორ შეიძლება, რომ შენი ქვეყნის ცუდი გიხაროდეს, ან მოინდომო და მით უმეტეს, მიმართო თხოვნით შენს ევროპელ კოლეგებს და პარტნიორებს, რომ არ მისცენ სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე საყურებელი. ამიტომ ვსაუბრობდი ამ ყველაფერზე რიად, რომ გამეფრთხილებინა საზოგადოება, რომ ასეთი მცდელობები იყო, იქნება მომავალშიც სამწუხაროდ და ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად. ისინი იყენებდნენ მათ რესურსებს, მათ გავლენიან ლობისტებს. ამას ემსახურებოდა ჯერ კიდევ შარშან, ისეთი კრიტიკული მომენტი იდგა, უნდა მიეღო ევროკომისიას გადაწყვეტილება სტატუსის თაობაზე და მაშინ გახსოვთ, რომ რეზოლუცია მიაღებინეს თავიანთ დედა პარტიას, აღარ გავაგრძელებ, ძალიან კარგად იცით ყველაფერი, არაერთი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ისინი ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი. რატომ? ერთადერთი მიზეზის გამო, მათ არ უნდათ ჩვენი ქვეყნის პროგრესი და წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. უვიზო რეჟიმზე როცა ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, მაშინ დათო ბაქრაძე, კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები დადიოდნენ და ემუდარებოდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ არ მიგვეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის ფაქტი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, ცვენ ვაქარწყლებთ ამ ნეგატიურ ნარატივს და დეზინფორმაციას, რომელიც მოედინება უხვად დედაქალაქიდან, თბილისიდან ოპოზიციონერების მხრიდან და მათ იციან რეალობა, ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა. ამიტომ, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ეს არის აღიარება, მინდა აღვნიშნო, რომ სასიხარულოა, რომ მათ თავად აღიარეს ეს სამარცხვინო ქმედება და საქციელი, მაგრამ მე მინდა ყველა დავამშვიდო, რომ მიუხედავად ამ შიდა თუ გარე მტრებისა და ამდენი დესტრუქციის და საბოტაჟისა, ჩვენი ქვეყანა მაინც მიიღებს სტატუსს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ მშვიდობაც გვექნება, მოწოდებულები ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხი და ჩვენი ქვეყანა და მშვიდად უნდა მივყვეთ სიტუაციას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner