სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია ახლოვდება.
"ჩვენ ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის [ღაზის სექტორში]. არ დავაკონკრეტებ როდის და როგორ. მე ასევე არ დავაკონკრეტებ მოსაზრებების სპექტრს, რომელთა უმეტესობა საზოგადოებამ არ იცის. და ეს ასე უნდა იყოს. ეს არის გზა, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ნეთანიაჰუს თქმით, ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო სახმელეთო შეჭრის დროსთან დაკავშირებით.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა ორი მთავარი მიზანი - "ჰამასის" განადგურება და მძევლების დაბრუნება.