logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ჩვენ ვემზადებით ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრისთვის
- +

25 ოქტომბერი. 2023. 22:03

სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია ახლოვდება.

 

 

"ჩვენ ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის [ღაზის სექტორში]. არ დავაკონკრეტებ როდის და როგორ. მე ასევე არ დავაკონკრეტებ მოსაზრებების სპექტრს, რომელთა უმეტესობა საზოგადოებამ არ იცის. და ეს ასე უნდა იყოს. ეს არის გზა, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

 

 

ნეთანიაჰუს თქმით, ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო სახმელეთო შეჭრის დროსთან დაკავშირებით.

 

 

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა ორი მთავარი მიზანი - "ჰამასის" განადგურება და მძევლების დაბრუნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner