logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ჩერგოლეიშვილის და ბოკერიას მთავარი აღიარება იყო, რომ ევროკავშირმა შექმნა კრიზისი საქართველოში და ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ ეს შანსი ვერ გამოიყენა
- +

25 ოქტომბერი. 2023. 23:22

ხალხის ძალა“ პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ სტატუსის მიცემა თავიდან იყო მოგონილი სწორედ ამისთვის, თან უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რომ რამენაირად მომხდარიყო საქართველოს ომში ჩართვა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.

 

 

როგორც სუბარი აღნიშნავს, ის შორსაა იმ აზრისგან, რომ ევროკავშირის და ამერიკის ხელმძღვანელობაში ყველა ცუდია, მაგრამ არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა ევროპაზეც, აშშ-ს ხელმძღვანელობაზეც და რომელიც ბევრ რამეს წყვეტს.

 

 

„სანამ მთავარ აღიარებამდე მივალ, მანამდე კიდევ ერთი აღიარება ხათუნა სამნიძეს ეკუთვნის, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მთელი ოპოზიცია, ოპოზიციის ლიდერები მუშაობდნენ იმაზე, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, რადგანაც ეს მიეწერებოდა „ქართულ ოცნებას“. თავად აქვთ მთავარი ბრალდება - რუსეთი, რუსული რუსეთი და ა.შ. ამაზე მეტი რუსული და ანტიქართული საქმის კეთება წარმოუდგენელია. მე მართლა გულწრფელად ვამბობ, შეიძლება არსებობდეს ადამიანი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდეს, რომ ევროკავშირი არ არის კარგი საქართველოსთვის, ზოგს შეიძლება იდეოლოგიური მოსაზრებების გამო, ზოგი შეიძლება ფიქრობდეს, მაგალითად, ბენდუქიძე და ბენდუქიძისებრი ადამიანები (ბენდუქიძე, როგორც ფიქრობდა და მისი მიმდევრები როგორც ფიქრობენ) როგორც ფიქრობენ, ეს საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკურ თავისუფლების მათეულ გაგებაში არ ჯდება. ევროკავშირიდან ბრიტანეთი გავიდა, შვეიცარიას კი ამდენი წელია ეხვეწებიან შემოდიო და ცოცხალი თავით არ შედის - მას მიაჩნია, რომ თავისი გზა აქვს.

 

 

ევროკავშირის შიგნით შეიძლება, ვიღაცას აქვს ბევრი პრობლემა მასთან. იმედია გავხდებით წევრები და ჩვენც გვექნება საბრძოლი ბევრი რამ, საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოს ნამდვილად სჭირდება ევროკავშირი და გვჭირდება სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი განვამტკიცოთ იმ ძალიან რთულ გეოგრაფიულ ადგილას, სადაც ჩვენი ქვეყანაა და იმ ძალიან რთულ ისტორიულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

 

 

მესამე, მთავარი აღიარება ეკუთვნით გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილს. პირდაპირ თქვეს, რასაც ფიქრობდნენ - ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ, ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ მოახერხაო. ტვინისგან დაცლილში ვეთანხმებით - გასაგებია. მთავარი აღიარება იყო, რომ ევროკავშირმა შექმნა კრიზისი საქართველოში და შექმნა არაერთხელ. 2020 წლის არჩევნების შემდეგ ცდილობდნენ კრიზისის შექმნას, როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გაყალბებულ პარალელურ დათვლას დაუჭირეს მხარი და არა აბსოლუტურად სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს; როდესაც მთელი თვეების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოსთვის თავს მოეხვიათ აბსოლუტურად არაევროპული და ანტიკონსტიტუციური დებულებები, როგორიც არის მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებში თუ რომელიმე პარტია (ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზე" იყო ლაპარაკი) 43%-ზე მეტს ვერ აიღებდა, მაშინ საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო. სად წერია, რომელი ქვეყნის კანონში და კონსტიტუციაში წერია.

 

 

„ხალხის ძალა“ პირველივე წუთიდან ვამბობდით, რომ სტატუსია მიცემა თავიდან იყო მოგონილი სწორედ ამისთვის, თან უკრაინის ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, რომ რამენაირად მომხდარიყო საქართველოს ომში ჩართვა. მე არ ვამბობ, რომ ევროკავშირს ისეთი ცუდი ხელმძღვანელები ჰყავს, რომ მარტო ამაზე ფიქრობდნენ, მაგრამ არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა ევროპაზეც, აშშ-ს ხელმძღვანელობაზეც, რომელიც ბევრ რამეს წყვეტს. ახლა, ეს აღიარებები მოვისმინეთ, მათთვის დიდი გულის ტკივილის ფონზე, რომ მათ ამას ვერ მიაღწიეს“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner