"ვიღაცას მაინც თვალები აეხილება, რა ხდება. მით უმეტეს, რომ სამნიძე წარმოადგენს ოპოზიციის გააფთრებული გუნდის ნაწილს," - ასე შეაფასა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ ხათუნა სამნიძეს განცხადება იმის შესახებ, რომ ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის აზრით, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის განცხადება რადიკალური ოპოზიციის გეგმებს არ შეცვლის.
„ვერანაირად დაიჯერებს საზოგადოება, რომ შეიცვლება ის მთავარი სტრატეგიული ამოცანა, რასაც ჰქვია დესტაბილიზაცია. თვითონ კანდიდატის სტატუსის არმიცემისთვის ომიც ხომ ძირითადად იმიტომ არის, რომ ეს არის საჭირო რესურსი რევოლუციური სცენარის განვითარებისთვის. არჩევნები არსებობს და არჩევნებით უნდა დაძლიო მტერი, მოწინააღმდეგე. მაგრამ სწორედ მტრობაა ის, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენი ე.წ. ოპონენტების გეგმაში“, - განაცხადა ვოლსკიმ.