"საქართველოს პრაგმატული გადაწყვეტილებები ემთხვევა იმ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, რაც ევროკავშირს აქვს, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია, მომავალი ომის და გლობალური ნგრევის რაკურსით დავინახოთ," - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი გუნდის ოპონენტები ამას არ ხედავენ.
„არ ხედავენ, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „ქურქუმალ ვაითი“ ვერ გაიმარჯვებს. ეს არის საცოდაობა იმ ფლანგისა, რომელიც თავის ქვეყანას უტევს. როცა ვკითხულობ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას შუა დერეფანზე, საქართველო იქ ღირსეულად არის დახასიათებული, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ხვალ „აბრეშუმის გზის“ ამხელა ფორუმი ჩატარდება. აი ამ რესურსს, რომელიც საქართველოს აქვს, პრაგმატული გამოყენება სჭირდება და არა თავქარიანი გადაწყვეტილებების მიღება და ჰაერზე რაღაც განცხადებების კეთება, ვითომ რუსეთს უტევ რაღაც განცხადებებით.
რეალურად, რამდენი განცხადება არის უნდა მოვიგოთ, ამ თემაზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ რომ აღარ იყოს. მაგრამ როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას არ შევიდეთ ეკონომიკური სანქციებით ომში, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, - განაცხადა ვოლსკიმ.