logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში რუსუთის სამხედრო ბაზების ყოფნაში არანაირი უპირატესობა არ არის
- +

26 ოქტომბერი. 2023. 00:47

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის გაგრძელებაში უპირატესობებს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

 

ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტმა აჩვენა, რომ მოსკოვმა, როგორც სომხეთის მოკავშირემ თავისი ვალდებულებები ვერ შეასრულა.

 

 

ამ მოვლენებმა მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიცირებაა საჭირო და ახლა ამის გაკეთებას ვცდილობთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

 

 

1995 წლიდან სომხეთში 102-ე რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომელშიც 3 500 სამხედრო მსახურობს. როდესაც სექტემბერში აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ოპერაცია დაიწყო, რუსეთს კონფლიქტის დარეგულირებაში მონაწილეობა არ მიუღია. მოსკოვში განაცხადეს, რომ ეს აზერბაიჯანის შიდა საქმეა, რადგან სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner