საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა შესაძლებელია.
"ახლო აღმოსავლეთში შესაძლებელია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. საფრანგეთი მოქმედებს ტერორიზმის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და რათა გაითვალისწინოს როგორც ისრაელის, ასევე პალესტინელების ლეგიტიმური მისწრაფებები", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.