logo_geo
eng_logo
ბაიდენის განცხადებით, ის არ ენდობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ
- +

26 ოქტომბერი. 2023. 01:29

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის არ ენდობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობის შესახებ.

 

 

"წარმოდგენა არ მაქვს, რომ პალესტინელები სიმართლეს ამბობენ იმის თაობაზე, რამდენი ადამიანი დაიღუპა. დარწმუნებული ვარ, რომ უდანაშაულოები დაიღუპნენ და ეს ომის წარმოების საფასურია. [...] მე არ ვარ დარწმუნებული იმ რიცხვში [დაღუპულთა რიცხვი], რომელსაც პალესტინელები იყენებენ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

ჯო ბაიდენმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ღაზაში უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner