საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეცდომა იქნება, თუ ისრაელი ღაზაში მასიურ სახმელეთო შეჭრას განახორციელებს.
"საფრანგეთი აღიარებს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი. რაც შეეხება სახმელეთო შეჭრას, თუ ის მთლიანად მიმართულია ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ, ეს არის არჩევანი, რომელიც [ისრაელს] აქვს, მაგრამ თუ ეს მასიური ოპერაციაა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს იქნება ისრაელის შეცდომა", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.