ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ასეთი ორგანიზაციის მაღალი თანამდებობის პირების ჩამოსვლა, ვინც საქართველოსთან მეგობრობს და ჩვენი ქვეყნისთვის კარგი უნდა, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთნ" საუბრისას „ქრთული ოცნების" დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და ევროატლანტიკური საბჭოს ვიზიტს.
„საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ნათელი და გასაგები უნდა იყოს, რას გულისხმობს ინტეგრაცია, რა ვადაში მოხდება, როგორი ხელშეწყობით და დახმარებით ხდება სახელმწიფოს გაძლიერება. ამ ინტეგრაციის ნათელი და ხელშესახები მომენტები უნდა გაჩნდეს. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები და ვიზიტები უფრო ნათელს გახდის მოსახლეობისთვის საქართველოს საგარეო კურსს და ხელს შეუწყობს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესს",-განაცხადა პაპუაშვილმა.