logo_geo
eng_logo
აშშ-ში, მასობრივი სროლის შედეგად, მინიმუმ, 22 ადამიანი დაიღუპა
- +

26 ოქტომბერი. 2023. 09:27

 

 

აშშ-ის მენის შტატის ქალაქ ლუისტონში სროლას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა.

 

ამავე ცნობით, დაჭრილია 60-მდე ადამიანი. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა,  გაიზარდოს.

 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო, საკვებ და გასართობ ობიექტებში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

 

მათივე თქმით, სროლა რამდენიმე ადგილას მოხდა.

 

თავდასხმაში ეჭვმიტანილი იძებნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner