logo_geo
eng_logo
ლიბიის პარლამენტი: მოვითხოვთ, იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, ლიბია დატოვონ
- +

26 ოქტომბერი. 2023. 09:38

 

 

ლიბიის პარლამენტი ითხოვს, რომ იმ ქვეყნების ელჩებმა, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს, ქვეყანა დატოვონ.

 

„მოვითხოვთ, იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს (ისრაელს), მის დანაშაულებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია (ლიბია)“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ლიბიის პარლამენტი ასევე აცხადებს, რომ თუკი ისრაელი ღაზაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, მთავრობას ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებში ნავთობისა და გაზის ექსპორტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავენ.

 

„თუ სიონისტური მტერი ხოცვა-ჟლეტას არ შეაჩერებს, ჩვენ მოვთხოვთ ლიბიის მთავრობას, შეაჩეროს ნავთობისა და გაზის ექსპორტი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ლიბიის პარლამენტში აცხადებენ, რომ უმკაცრესად გმობენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების ქმედებებს.

 

„ეს ქვეყნები მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს მის დანაშაულებში ღაზას სექტორში, ხოლო მათი ლიდერები ლექციებს კითხულობენ ადამიანის უფლებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner