logo_geo
eng_logo
აჭარაში არასტანდარტულ ციტრუსზე სუბსიდირება გაორმაგდა, ამოქმედდა ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი
- +

26 ოქტომბერი. 2023. 11:13

 

 

ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად გახსნა.

 

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და მეციტრუსე ფერმერები სახელმწიფოს მხრიდან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრით დაფინანსდებიან.

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ნარინჯისფერ რთველში მიიღო მონაწილეობა და გაზრდილ სუბსიდირებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ფერმერებს პირადად გააცნო.

 

მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, 55 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. წელს საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით გადაამუშავებს.

 

ციტრუსის შტაბი მიზნად ისახავს ციტრუსის ლოჯისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობას, ასევე ციტრუსის სუბსიდირების უზრუნველყოფას. შტაბი მუშაობას 1 თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner