logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სკანდალურია, რომ ოპოზიციონერი, რომელიც გააფთრებით ებრძოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, ახლა თვითონ დადგა იმ პოზიციაზე, როდესაც დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალია
- +

26 ოქტომბერი. 2023. 11:15

 

 

„სკანდალურია, რომ ოპოზიციონერი, რომელიც გააფთრებით ებრძოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, ახლა თვითონ დადგა იმ პოზიციაზე, როდესაც დაინახა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალია“, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი ხათუნა სამნიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ საქართველოს საზოგადოებაც და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობაც, თავისი ძალისხმევის გამო, საზოგადოებაც და მთავრობაც იმსახურებს გაცილებით მაღალ სტატუსს, ვიდრე კანდიდატის სტატუსია.

 

„სამნიძე სანამ იტყოდა, იქამდე ძალიან ბევრი სერიოზული განცხადება გაკეთდა მათ შორის ჩვენი მხრიდან. ჩვენც გვაქვს შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, მაღალი დონის დიპლომატებთან და სწორედაც იმავეს გვეუბნებოდნენ და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაკეთებდით განცხადებას და ახლა ნიკა გვარამია, რომელიც პირველი იყო პოლიტიკური ლიდერთაგან, რომელიც გაიძახოდა რომ საქართველოს არასგზით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს სტატუსი, დღეს ითხოვს იმ ხალხის გვარების გამოქვეყნებას, ვინც წინააღმდეგი იყო ამ სტატუსის მიღებისა, თითქოს, გეგონება თავად არ მონაწილეობდა ამაში ან ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერი, ზოგი სააკაშვილთან, ზოგი ხაბეიშვილთან, ზოგი მელიასთან დაკავშირებული, დამოუკიდებელი დეპუტატები და მე ვფიქრობ, თვითონ ხათუნა სამნიძეც საკმაოდ საეჭვო ფორმულას სთავაზობდა უცხოელ პარტნიორებს, მივცეთ ხალხს და არ მივცეთ მთავრობას - ასეთი ფორმულა არ არსებობს. პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხალხი უნდა აჯანყდეს, მთავრობა მოიშოროს და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა კანდიდატის სტატუსი. იყო ეს ფორმულა და ამ ფორმულის ექსპლუატაცია მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის ხათუნა სამნიძისგან და ხატია დეკანოიძისგან.

 

სკანდალურია ის, რაც ითქვა, მაგრამ ახალი არ არის. სკანდალური ის არის, რომ ოპოზიციონერი, რომელიც გააფთრებით ებრძოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, ახლა თვითონ დადგა იმ პოზიციაზე, როდესაც დაინახა რომ კანდიდატის სტატუსის მიღება გარდაუვალია. ეს არის სკანდალური, ოპოზიციონერის გამოჩენა ამ ფონზე და ამ სივრცეში. ახალი არაფერია იმაში, რასაც იგი ამბობს. სიაც კარგად იცის ჩვენმა საზოგადოებამ. ფაქტია, რომ საქართველოს საზოგადოებაც და მისი უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობაც, თავისი ძალისხმევის გამო, საზოგადოებაც და მთავრობაც იმსახურებს გაცილებით მაღალ სტატუსს, ვიდრე კანდიდატის სტატუსია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner