logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ახლა შექმნან მოღალატე.ჯი ან ანტიდასავლეთი.ჯი და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს
- +

26 ოქტომბერი. 2023. 11:26

 

 

„ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე ამბობენ - რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და  პუტინისტი ხელისუფალიო“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ განაცხადა.

 

სუბარის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იმდენად არიან თავიანთ ცრუ „ბაბლში “ მოქცეულნი, ვეღარ აზროვნებენ  და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამე ავნონ ქვეყანას და მმართველ ძალას.

 

„ახლა შექმნან მოღალატე.ჯი, ან ანტიდასავლეთი.ჯი  და მათი გვარები ჩაყარონ იქ, ვინც დადიოდა ევროკავშირში და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას უშლიდა ხელს. სამნიძემ გააკეთოს ასეთი რამ.

 

ეს დაახლოებით იგივეა, ახლა საქართველოს მართლაც დიდ მეგობარზე, ორბანზე რომ ამბობენ - რად გვინდა მისი მხარდაჭერა, როცა ის არის პრორუსი და  პუტინისტი ხელისუფალიო. 19 წელია უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი. ამ 19 წლიდან, 17 წელი ქვეყნის პირველი პირი არის ორბანი. 17 წელი ეს ადამიანი მმართავს უნგრეთს.  ე.ი. უნგრელი ხალხი ირჩევს ანტიდასავლელ,  პუტინისტ, პრორუსს, ანტიუნგრულ ხელისუფლებას და პარტიას ამ ხნის განმავლობაში?  რაღაც არ  გამიგია, რომ უნგრეთში არჩევნები გაყალბდა. ანუ, ხალხი იმდენად დაბრმავებულია, რომ არ იცის, ვინ აირჩიოს?  ესეც ხომ შეურაცხყოფაა, არა მხოლოდ საქართველოს მეგობრის და იმ ადამიანის, რომელიც ყველაფერს აკეთებს საქართველოს კანდიდატის მისაღებად, არამედ მთელი უნგრელი ხალხის შეურაცხყოფაა და მათ წინააღმდეგაა მიმართული.

 

ამას ვერ ხვდება ეს ოპოზიცია, ან ხვდება და არ აწუხებს, იმდენად არიან ამ თავის ცრუ „ბაბლში “ მოქცეული, ვეღარ აზროვნებენ  და ვეღარ გადიან იმის იქით. ოღონდ რამე ავნონ ჩვენს ქვეყანას, მმართველ ძალას და ყველაფერზე მიდიან, ვის რა დააბრალონ აღარ იციან“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner